აღნიშნული კურსი გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა უნდა გააკეთონ დაწესებულებებმა, რათა მომზადებულნი იყვნენ ახალი რესპირატორული ვირუსის შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორიც არის ახალი კორონავირუსი, როგორ უნდა ამოვიცნოთ უკვე დამდგარი შემთხვევა და როგორ უნდა განხორციელდეს სათანადო იპკ ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ინფექციის შემდგომი გადაცემა სამედიცინო პერსონალზე ან სხვა პაციენტებზე, ასევე სხვა პირებს სამედიცინო დაწესებულებაში.
ეს ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რამდენადაც ის ორიენტირებულია ინფექციის პრევენციასა და კონტროლზე.
აღნიშნული კურსი განახლდა 2022 წლის იანვარში და მასში განხილულია ჯანმო-ს დღეისათვის არსებული უახლესი მითითებები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი სახელმძღვანელო მუდმივად განახლებადია და კურსის სხვა ენობრივი ვერსიებიც ასევე ეტაპობრივად განახლდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს მასალები ბოლოს განახლდა 18/01/2022.
კურსი ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:
English - русский - 日本語 - français - Bahasa Indonesia - Español - Português - Italiano - српски језик - 中文 - македонски јазик - Türkçe - język polski - Tiếng Việt - العربية - Nederlands - Tetun - বাংলা - فارسي - Soomaaliga - සිංහල -ภาษาไทย -தமிழ் - Казақ тілі
მიმოხილვა:
ეს კურსი მოიცავს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) ზომებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ :
თითოეულ მოდულს თან ახლავს დამატებითი რესურსები რომელიც დაგეხმარებათ ამ საკითხზე სიღრმისეული ინფორმაციის მოძიებაში.
სწავლის მიზნები:
ამ კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
კურსის ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი.
სერტიფიკატი: მონაწილეობის მიღების დასტური ხელმისაწვდომი იქნება მონაწილეებისთვის რომლებიც სასწავლო მასალებს 100%-ით შეისწავლიან.
ამ კურსის დასრულების შემდეგ, თუ დაგაინტერესებთ იდს-ის სწორად ჩაცმასა და გახდაზე დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ გაიაროთ OpenWHO-ს კურსი: COVID-19: How to put on and remove personal protective equipment (PPE): https://openwho.org/courses/IPC-PPE-EN
თუ დაგაინტერესებთ ხელის ჰიგიენის საკითხები, გთხოვთ გაიაროთ OpenWHO-ს კურსი: https://openwho.org/courses/IPC-HH-en
თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან Infection Prevention and Control (IPC) in the context of COVID-19, 2020. ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.