ინფექციის პრევენცია და კონტროლი (იპკ) COVID-19 კონტექსტში

აღნიშნული კურსი გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა უნდა გააკეთონ დაწესებულებებმა, რათა მომზადებულნი იყვნენ ახალი რესპირატორული ვირუსის შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორიც არის ახალი კორონავირუსი, როგორ უნდა ამოვიცნოთ უკვე დამდგარი შემთხვევა და როგორ უნდა განხორციელდეს სათანადო იპკ ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ინფექციის შემდგომი გადაცემა სამედიცინო პერსონალზე ან სხვა პაციენტებზე, ასევე სხვა პირებს სამედიცინო დაწესებულებაში.

ეს ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რამდენადაც ის ორიენტირებულია ინფექციის პრევენციასა და კონტროლზე.

აღნიშნული კურსი განახლდა 2022 წლის იანვარში და მასში განხილულია ჯანმო-ს დღეისათვის არსებული უახლესი მითითებები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი სახელმძღვანელო მუდმივად განახლებადია და კურსის სხვა ენობრივი ვერსიებიც ასევე ეტაპობრივად განახლდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს მასალები ბოლოს განახლდა 18/01/2022.

Self-paced
Language: ქართული ენა
COVID-19

Course information

კურსი ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:

English - русский - 日本語 - français - Bahasa Indonesia - Español - Português - Italiano - српски језик - 中文 - македонски јазик - Türkçe - język polski - Tiếng Việt - العربية - Nederlands - Tetun - বাংলা - فارسي - Soomaaliga - සිංහල -ภาษาไทย -தமிழ் - Казақ тілі

მიმოხილვა:

ეს კურსი მოიცავს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) ზომებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ :

  • მოემზადოთ და მზად იყოთ აფეთქებისთვის, გ კერძოდ, COVID-19-ის შემთხვევაში.
  • შეზღუდოთ ადამიანებს შორის ინფექციის გადაცემა ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული იპკ ინტერვენციების განხორციელებით.
  • მოახდინოთ საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების იდენტიფიცირება, იზოლირება და შეტყობინება.

თითოეულ მოდულს თან ახლავს დამატებითი რესურსები რომელიც დაგეხმარებათ ამ საკითხზე სიღრმისეული ინფორმაციის მოძიებაში.

სწავლის მიზნები:

ამ კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • განსაზღვროთ იპკ და მისი როლი მომზადების, მზაობის და რეაგირების კონტექსტში;
  • აღწეროთ COVID-19 თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, შემთხვევის განსაზღვრების, ნიშნების და სიმპტომების ჩათვლით აღწეროთ წყაროს კონტროლი, ადმინისტრაციული კონტროლი, გარემოს და საინჟინრო კონტროლის მექანიზმები;
  • აღწეროთ ჯანმოს მიერ რეკომენდებული იპკ მიდგომები სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის COVID-19 ის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების მართვისას;
  • აღწეროთ დამატებითი იპკ ღონისძიებები, რომლთა მიღებაც საჭიროა სამედიცინო დაწესებულებაში საერთო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

კურსის ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი.

სერტიფიკატი: მონაწილეობის მიღების დასტური ხელმისაწვდომი იქნება მონაწილეებისთვის რომლებიც სასწავლო მასალებს 100%-ით შეისწავლიან.

ამ კურსის დასრულების შემდეგ, თუ დაგაინტერესებთ იდს-ის სწორად ჩაცმასა და გახდაზე დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ გაიაროთ OpenWHO-ს კურსი: COVID-19: How to put on and remove personal protective equipment (PPE): https://openwho.org/courses/IPC-PPE-EN

თუ დაგაინტერესებთ ხელის ჰიგიენის საკითხები, გთხოვთ გაიაროთ OpenWHO-ს კურსი: https://openwho.org/courses/IPC-HH-en

თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან Infection Prevention and Control (IPC) in the context of COVID-19, 2020. ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.

Course contents

  • მოდული 1: იპკ საგანგებო მდგომარეობის დროს, მომზადება, მზაობა და რეაგირება :

    ეს მოდული მიმოიხილავს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმებს მომზადებისა და მზაობის პროცესში
  • მოდული 2: SARS-CoV-2-ის გადაცემის მექანიზმები და იპკ სტრატეგიები ჯანდაცვაში:

    ამ მოდულში მოყვანილია ინფორმაცია COVID-19 შესახებ
  • მოდული 3: გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომების განხორციელება COVID-19 ინფიცირებული პაციენტების შემთხვევებში:

    მიმოიხილავს უსაფრთხოების სხვადასხვა ზომებს, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ COVID-19 ზე რეაგირების პროცესში.

Enroll me for this course

The course is free. Just register for an account on OpenWHO and take the course!
Enroll me now

Certificate Requirements

  • Gain a Confirmation of Participation by completing at least 100% of the course material.