Course is available

უსაფრთხოების სტანდარტული ზომები: ხელის ჰიგიენა

Offered by OpenWHO
უსაფრთხოების სტანდარტული ზომები: ხელის ჰიგიენა

სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული უმეტესი ინფექციების თავიდან აცილება შესაძლებელია ხელის ჰიგიენის დაცვით - ხელების საჭირო დროს და სწორად გასუფთავებით.
ჯანმო-ს სახელმძღვანელოები ხელის ჰიგიენის შესახებ ჯანდაცვის სფეროში ხელის ჰიგიენის პოპულარიზაციას და გაუმჯობესებას უწყობს ხელს; ჯანმო-ს გზამკვლევი ხელის ჰიგიენის შესახებ მოიცავს ჯანმოს-ს მულტიმოდალურ სტრატეგიას ხელის ჰიგიენის გაუმჯობესებისთვის, სახელმძღვანელოს მისი განხორციელებისთვის და ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელებიც მომზადებულია პრაქტიკული გამოყენებისთვის. წინამდებარე მოდული შემუშავდა ხელის ჰიგიენის შესახებ ჯანმო-ს გაიდლაინების შეჯამების, მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტებისა და იდეების ეფექტურად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს მასალები ამოქმედდა 25/02/2020.

Self-paced
Language: ქართული ენა
English
COVID-19

Course information

ეს კურსი ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:

English - français - Português - العربية - Русский - Español - 中文 - Nederlands - Soomaaliga - Türk - සිංහල- தமிழ் - Shqip - македонски - Tetun - Казақ тілі - Հայերեն

მიმოხილვა: სამედიცინო პერსონალის მიერ ხელის ჰიგიენის დაცვას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. სამედიცინო პერსონალი შესაძლოა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების ერთი პაციენტიდან მეორეზე გადაცემის ხელშემწყობი [გადამტანი] თავად გახდეს, თუ ისინი ხელებს საჭირო დროს და სათანადო მეთოდით არ დაიმუშავებენ. ხელის ჰიგიენის ნორმების საჭირო მომენტებში შესრულება ჯანდაცვის სფეროში საკვანძო საკითხია. ხელის ჰიგიენა ამცირებს მიკროორგანიზმების გადაცემის რისკს (მათ შორის ანტიბიოტიკ-რეზისტენტული შტამების), ამცირებს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ინფექციებს (სმაი) და უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას. ხელის ჰიგიენის ეფექტური და დროული დაცვა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

სწავლის მიზნები: წინამდებარე კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ხელის ჰიგიენის როგორც ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მნიშვნელოვანი კომპონენტის აღწერას;
  • ხელის ჰიგიენის 5 საჭირო მომენტის განსაზღვრას;
  • პაციენტის მოვლის პროცესში ხელთათმანების გამოყენებასა და ხელის ჰიგიენაზე მსჯელობას;
  • საპნითა და წყლით ხელის ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მეთოდით დაბანის დემონსტრირებას;
  • ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით ხელის ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მეთოდით დამუშავების დემონსტრირებას;

  • სამედიცინო დაწესებულებაში ხელის ჰიგიენასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე და ძირითად ასპექტებზე მსჯელობას.

კურსის ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი.

სერტიფიკატები: კურსის დასრულების შემდეგ იმ მონაწილეებს, რომლებიც პოსტ-ტესტში არანაკლებ 70%-ს მიიღებენ, გადაეცამათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ტესტის გასავლელად დასაშვებია განუსაზღვრელი რაოდენობების მცდელობა. მონაწილეებს, რომლებიც მიიღებენ მიღწევების ჩანაწერს, შეუძლიათ ასევე ჩამოტვირთოთ Open Badge ამ კურსისთვის. დააწკაპუნეთ აქ, რომ გაიგოთ როგორ.

თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან Standard precautions: Hand hygiene, 2020. ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.

Enroll me for this course

The course is free. Just register for an account on OpenWHO and take the course!
Enroll me now
Learners enrolled: 1875

Certificate Requirements

  • Gain a Record of Achievement by earning at least 70% of the maximum number of points from all graded assignments.
  • Gain an Open Badge by completing the course.