Curso disponível

სტანდარტული უსაფრთხოების ზომები - ნარჩენების მართვა

Oferecido por OpenWHO
სტანდარტული უსაფრთხოების ზომები - ნარჩენების მართვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილი ნარჩენების დაახლოებით 85% წარმოადგენს საერთო, უსაფრთხო ნარჩენებს. დანარჩენი 15% მიიჩნევა სახიფათო ნარჩენებად, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციური, ტოქსიკური ან რადიოაქტიური. სახიფათო ნარჩენებმა, რომელთა მართვა სათანადოდ არ ხორციელდება, შეიძლება რისკი წამოქმნან საავადმყოფოს პაციენტებისთვის, სამედიცინო დაწესებულების პერსონალისთვის და ფართო მთლიანად საზოგადოებისთვის.

Photo credits: WHO / T. Pietrasik

Em modo autodidata
Idioma: ქართული ენა
COVID-19

Informações do curso

ეს კურსი ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:

English - Tetun - Nederlands - Русский - македонски

მიმოხილვა: ამ მოდულში თქვენ გაეცნობით ნარჩენების სხვადასხვა კატეგორიებს და ნარჩენების მართვის პროცესს. სამედიცინო ნარჩენები მოიცავს სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამკურნალო და კვლევით განყოფილებებსა და ლაბორატორიაში წარმოქმნილ ყველა ნარჩენს. სამედიცინო დაწესებულებაში ნარჩენების მართვა საჭიროა ნარჩენების წარმოქმნის მომენტიდან მათ საბოლოო უტილიზაციამდე და გატანამდე.

სწავლის მიზნები: წინამდებარე სესიის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • განსაზღვროთ სამედიცინო დაწესებულებაში ნარჩენების კატეგორიები და წყაროები.

  • აღწეროთ სამედიცინო ნარჩენების მინიმიზაციის, სეპარაციის, შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის საუკეთესო პრაქტიკა.

  • გამოავლინოთ სამედიცინო ნარჩენების დამუშავებისა და საბოლოო უტილიზაციის რეკომენდებული მეთოდები.

კურის ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი.

სერთიფიკატები: კურსის დასრულების სერთიფიკატი გადაეცემათ მონაწილეებს, რომლებიც შეფასებისას მინიმუმ 70%-ს მიიღებენ ამ პოსტ- ტესტში. საკმარისი ქულების მისაღებად ცდების განუსაზღვრელი რაოდენობა გაქვთ.

თქვენ გაქვთ შეუზღუდავი რაოდენობის მცდელობები ბარიერის დასაკმაყოფილებლად. მონაწილეებს, რომლებიც მიიღებენ მიღწევების ჩანაწერს, შეუძლიათ ასევე ჩამოტვირთოთ Open Badge ამ კურსისთვის. დააწკაპუნეთ აქ, რომ გაიგოთ როგორ.

თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან Standard precautions: Waste management, 2020. ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.

Inscrever-me neste curso

O curso é gratuito. Basta se registrar para uma conta em OpenWHO e fazer o curso!
Inscrever-me agora
Learners enrolled: 866

Requisitos de certificado

  • Ganhe um registro de conquista ao ganhar mais de 70% do número máximo de pontos de todas as tarefas com nota.
  • Ganhe um Open Badge ao concluir o curso.