Cours est disponible
ინფექციის გადაცემაზე დაფუძნებულ უსაფრთხოების ზომებს, როდესაც სტანდარტულ უსაფრთხოების ზომებთან ერთად გამოიყენება, შეუძლია შეაჩეროს ან შეანელოს ცნობილი ან სავარაუდო ინფექციების გავრცელება.. ეს კურსი მოიცავს გადაცემის ძირითად გზებსუსაფრთხოების ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული მათი გავრცელების შესაჩერებლად და იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია პაციენტების მოვლისას გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომების შესაბამისად. გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომები - ეს არის დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიცინის სფეროში როგორც პერსონალის, ასევე პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: აღნიშნული მასალები განთავსდა 20.04.2021.
კურსი ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:
ინფექციის გადაცემაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომები გამოიყენება სტანდარტულ უსაფრთხოების ზომების დამატებით იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ცნობილი ან სავარაუდო ინფექციური დაავადება. პაციენტის მიმართ გამოყენებული ინფექციის გადაცემაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომები დამოკიდებულია მიკროორგანიზმების გადაცემის საშუალებაზე: კონტაქტური, წვეთოვანი ან აეროგენული.
სწავლის ამოცანები:
კურის ხანგრძლივობა: 1 საათი..
სერთიფიკატები: კურსის დასრულების შემდეგ იმ მონაწილეებს, რომლებიც პოსტ-ტესტში არანაკლებ 70%-ს მიიღებენ, გადაეცამათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ტესტის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.
თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან Transmission-based Precautions , 2021. ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.