课程进行中

გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომები

提供者 OpenWHO
გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომები

ინფექციის გადაცემაზე დაფუძნებულ უსაფრთხოების ზომებს, როდესაც სტანდარტულ უსაფრთხოების ზომებთან ერთად გამოიყენება, შეუძლია შეაჩეროს ან შეანელოს ცნობილი ან სავარაუდო ინფექციების გავრცელება.. ეს კურსი მოიცავს გადაცემის ძირითად გზებსუსაფრთხოების ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული მათი გავრცელების შესაჩერებლად და იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია პაციენტების მოვლისას გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომების შესაბამისად. გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომები - ეს არის დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიცინის სფეროში როგორც პერსონალის, ასევე პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: აღნიშნული მასალები განთავსდა 20.04.2021.

自学
语言: ქართული ენა
COVID-19

课程信息

კურსი ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:

English

ინფექციის გადაცემაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომები გამოიყენება სტანდარტულ უსაფრთხოების ზომების დამატებით იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ცნობილი ან სავარაუდო ინფექციური დაავადება. პაციენტის მიმართ გამოყენებული ინფექციის გადაცემაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომები დამოკიდებულია მიკროორგანიზმების გადაცემის საშუალებაზე: კონტაქტური, წვეთოვანი ან აეროგენული.

სწავლის ამოცანები:

  • განმარტავთ ინფექციის გადაცემაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომების არსს.
  • განასხვავებთ ერთმანეთისგან უსაფრთხოების ზომებს გადაცემის აეროგენული, წვეთოვანი და კონტაქტური ფორმით.
  • გამოავლენთ ინფექციის გადაცემაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ზომების ელემენტებს, როგორიცაა, მაგალითად, პაციენტის განთავსება, გარემოს გაწმენდა-დასუფთავება და პაციენტის ტრანსპორტირება.

კურის ხანგრძლივობა: 1 საათი..

სერთიფიკატები: კურსის დასრულების შემდეგ იმ მონაწილეებს, რომლებიც პოსტ-ტესტში არანაკლებ 70%-ს მიიღებენ, გადაეცამათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ტესტის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.

თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან Transmission-based Precautions , 2021. ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.

订阅本课程

该课程是免费的。 只需在OpenWHO上注册一个帐户并参加课程!
现在注册吧
当前注册用户: 1387

证书要求

  • 课程证书 授予者需要至少取得课程总分的百分之 70%
  • 完成课程可获得开放徽章