Курс доступен
ინფექციის პრევენცია და კონტროლი (იპკ) წარმოადგენს ჯანდაცვის ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების არსებით კომპონენტს. ამ მოდულში თქვენ ისწავლით, თუ როგორ და რატომ ვრცელდება სამედიცნო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები (HAIs) და როგორ ამცირებს იპკ მათ რისკსა და გავრცელებას.
ეს კურსი ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:
English - македонски - Հայերեն - Українська
კურსის მიმოხილვა: ინფექციის პრევენცია და კონტროლი (იპკ) გამოყენებით დისციპლინას წარმოადგენს, რომელიც ზემოქმედებს ჯანდაცვის გარემოში პაციენტზე ზრუნვის ნებისმიერ საქმიანობაზე. იპკ, ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პრევენციის ჩათვლით, ჯანდაცვის ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების არსებითი კომპონენტია. ამ მოდულში თქვენ ისწავლით, თუ როგორ და რატომ ჩნდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები (HAIs) და როგორ ამცირებს იპკ მათ რისკს და გავრცელებას. ქმედითი იპკ გულისხმობს ისეთი პროგრამის შექმნას, რომელშიც ჯანდაცვის ყველა თანამშრომელი (HCP) ასრულებს როლს პათოგენების გავრცელების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პრევენციაში.
სასწავლო ამოცანები:
ამ კურსის დასრულებისას, თქვენ:
კურსის ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი.
სერტიფიკატები: კურსის დასრულების შემდეგ იმ მონაწილეებს, რომლებიც პოსტ-ტესტში არანაკლებ 70%-ს მიიღებენ, გადაეცამათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ტესტის გასავლელად დასაშვებია განუსაზღვრელი რაოდენობების მცდელობა. მონაწილეებს, რომლებიც მიიღებენ მიღწევების ჩანაწერს, შეუძლიათ ასევე ჩამოტვირთოთ Open Badge ამ კურსისთვის. დააწკაპუნეთ აქ, რომ გაიგოთ როგორ.
თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან Introduction to Infection Prevention and Control (IPC),2021 . ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.