Course is available

შესავალი ინფექციის პრევენციასა და კონტროლში (იპკ)

Offered by OpenWHO
 შესავალი ინფექციის პრევენციასა და კონტროლში (იპკ)

ინფექციის პრევენცია და კონტროლი (იპკ) წარმოადგენს ჯანდაცვის ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების არსებით კომპონენტს. ამ მოდულში თქვენ ისწავლით, თუ როგორ და რატომ ვრცელდება სამედიცნო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები (HAIs) და როგორ ამცირებს იპკ მათ რისკსა და გავრცელებას.

Self-paced
Language: ქართული ენა
Health topic

Course information

ეს კურსი ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:

English - македонски - Հայերեն - Українська

კურსის მიმოხილვა: ინფექციის პრევენცია და კონტროლი (იპკ) გამოყენებით დისციპლინას წარმოადგენს, რომელიც ზემოქმედებს ჯანდაცვის გარემოში პაციენტზე ზრუნვის ნებისმიერ საქმიანობაზე. იპკ, ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პრევენციის ჩათვლით, ჯანდაცვის ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების არსებითი კომპონენტია. ამ მოდულში თქვენ ისწავლით, თუ როგორ და რატომ ჩნდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები (HAIs) და როგორ ამცირებს იპკ მათ რისკს და გავრცელებას. ქმედითი იპკ გულისხმობს ისეთი პროგრამის შექმნას, რომელშიც ჯანდაცვის ყველა თანამშრომელი (HCP) ასრულებს როლს პათოგენების გავრცელების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პრევენციაში.

სასწავლო ამოცანები:

ამ კურსის დასრულებისას, თქვენ:

  • განსაზღვრავთ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების (HAIs) გაჩენის მიზეზებს და აღწერთ მათი გადაცემის გზებს.
  • აღწერთ, თუ როგორ იცავს პაციენტსა და ჯანდაცვის პერსონალს რისკის ამოცნობა, და განსაზღვრავთ ჯანდაცვის გარემოში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების (HAIs) რისკის ფაქტორებს.
  • აღწერთ კონტროლის ღონისძიებების იერარქიას და კონტროლის ღონისძიებების მიერ ჯანდაცვის გარემოში რისკის შემცირებას.
  • განსაზღვრავთ, თუ როგორ ქმნის იპკ-ს ბირთვი კომპონენტები სამუშაო ვარიანტს იპკ პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის.

კურსის ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი.

სერტიფიკატები: კურსის დასრულების შემდეგ იმ მონაწილეებს, რომლებიც პოსტ-ტესტში არანაკლებ 70%-ს მიიღებენ, გადაეცამათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ტესტის გასავლელად დასაშვებია განუსაზღვრელი რაოდენობების მცდელობა. მონაწილეებს, რომლებიც მიიღებენ მიღწევების ჩანაწერს, შეუძლიათ ასევე ჩამოტვირთოთ Open Badge ამ კურსისთვის. დააწკაპუნეთ აქ, რომ გაიგოთ როგორ.

თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან Introduction to Infection Prevention and Control (IPC),2021 . ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.

Course contents

  • შესავალი იპკ-ში:

    ამ მოდულში თქვენ ისწავლით, თუ როგორ და რატომ ჩნდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები (HAIs) და როგორ ამცირებს იპკ მათ რისკს და გავრცელებას.

Enroll me for this course

The course is free. Just register for an account on OpenWHO and take the course!
Enroll me now
Learners enrolled: 898

Certificate Requirements

  • Gain a Record of Achievement by earning at least 70% of the maximum number of points from all graded assignments.
  • Gain an Open Badge by completing the course.