课程进行中

სამედიცინო ხელსაწყოების გაუვნებელყოფა და სტერილიზაცია

提供者 OpenWHO
სამედიცინო ხელსაწყოების გაუვნებელყოფა და სტერილიზაცია

ინსტრუმენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების გაუვნებელყოფა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამედიცინო სერვისებთან ასოცირებული ინფექციების (HAIs) პრევენციაში. მართლაც, მრავალ გარემოში კვლავ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქირურგიული ინსტრუმენტების, ენდოსკოპიური ხელსაწყოების, რესპირატორული აპარატურის და მრავალჯერადი გამოყენების ჰემოდიალიზის ტექნიკის არასათანადო გაუვნებელყოფას, რაც სამედიცინო სერვისებთან ასოცირებულ ინფექციების გავრცელებას იწვევს.

Please note: These materials were launched on 26/05/2020.

自学
语言: ქართული ენა
COVID-19

课程信息

This course is also available in the following languages:

English - Русский - македонски

მიმოხილვა:: სტერილიზაციისა და გაუვნებელყოფის პროცესები კომპლექსურია და კონკრეტული ინფრასტრუქტურის, ხელსაწყოებისა და პროცესის გამოყენებას მოითხოვს. ამ კურსში, რომელიც ორ ნაწილად არის დაყოფილი, თქვენ შეისწავლით სამედიცინო ხელსაწყოების გაუვნებელყოფისა და სტერილიზაციის მართვის ზოგად პროცედურას.

სასწავლო ამოცანები:: ამ მოდულის დასრულებისას თქვენ შეძლებთ:

  • აღწეროთ გაუვნებელყოფა და სპოლდინგის კლასიფიკაცია;
  • განმარტოთ ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ხელსაწყოების ხელახალი დამუშავების საფრთხეები;
  • აღწეროთ გაუვნებელყოფის სტრუქტურული ერთეულის განლაგება და სამუშაო ნაკადის სქემა;
  • ჩამოწეროთ სტერილური სამედიცინო ხელსაწყოების სათანადო მიღების, შენახვისა და ტრანსპორტირების ეტაპები;
  • აღწეროთ სამედიცინო ხელსაწყოების გაწმენდის მნიშვნელობა და შესაბამისი მეთოდები;
  • გააკეთოთ სამედიცინო ხელსაწყოების ინსპექტირების, აწყობისა და შეფუთვის საუკეთესო პრაქტიკის მონახაზი;
  • განმარტოთ ორთქლით სტერილიზაციის ვალიდაციის პროცესის სხვადასხვა კომპონენტები; და
  • აღწეროთ დეზინფექციისა და სტერილიზაციის სხვადასხვა მეთოდები.

კურსის ხანგრძლივობა: დაახლოებით 2 საათი (1 საათი ერთი ნაწილისთვის)

სერტიფიკატები: კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატს ის მონაწილეები მიიღებენ, რომლებიც სწავლებას გავლის შემდეგ ჩატარებულ ტესტში ქულათა მინიმუმ 70 პროცენტს მიიღებენ.მონაწილეებს, რომლებიც მიიღებენ მიღწევების ჩანაწერს, შეუძლიათ ასევე ჩამოტვირთოთ Open Badge ამ კურსისთვის. დააწკაპუნეთ აქ,რომ გაიგოთ როგორ.

თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან Decontamination and sterilization of medical devices,2020. ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.

订阅本课程

该课程是免费的。 只需在OpenWHO上注册一个帐户并参加课程!
现在注册吧

证书要求

  • 课程证书 授予者需要至少取得课程总分的百分之 70%
  • 完成课程可获得开放徽章