El curso está disponible
უსაფრთხო ინექციების პრაქტიკული წესების დაცვა სამედიცინო მომსახურებისას ინფექციების გავრცელების პრევენციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სახიფათო ინექციების პრაქტიკა მოიცავს შემდეგს: არასაჭირო ინექციები, ნემსებისა და შპრიცების განმეორებითი გამოყენება, მედიკამენტის ერთდოზიანი ფლაკონის გამოყენება რამდენიმე პაციენტისთვის, ინექციის გაკეთება არასუფთა და არაჰიგიენურ გარემოში და ბასრი საგნების არასწორი უტილიზაციით არის განპირობებული დაზიანების რისკის შექმნა.
აღნიშნული საფრთხეები (როგორიცაა, მაგალითად, ნემსის ჩხვლეტით განპირობებული დაზიანებები) ჯანდაცვის პერსონალს ინფექციის რისკის ქვეშ აყენებს და, ხშირ შემთხვევაში, დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობა რეალურთან შედარებით დაბალია. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი დაწესებულების ჯანდაცვის პერსონალს გავლილი აქვთ ბასრი საგნებით მიყენებული დაზიანების პრევენციის სწავლება, რადგან ინციდენტების წარმოქმნა ადვილადაა შესაძლებელი ისეთ შემთხვევებში, როცა უზრუნველყოფილი არ არის უსაფრთხო პრაქტიკის წესების რეგულარულად გამოყენება და მათი მკაცრად დაცვა.
Please note: These materials were launched on 23/06/2020.
The course is also available in the following languages:
English - Tetun - Nederlands - македонски - Українська - Հայերեն
მიმოხილვა: ამ კურსის ფარგლებში თქვენ გაეცნობით როგორც სახიფათო ინექციების გაკეთების მიზეზებს, ასევე ინექციების უსაფრთხოდ შესრულებისა და ნემსების / სხვა ბასრი საგნების უსაფრთხო უტილიზაციის მეთოდებსაც. თქვენ ასევე მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ნემსის ჩხვლეტით დაზიანებების დროს, როგორ უნდა მოხდეს პოტენციური ზემოქმედების მართვა და რა მეთოდების გამოყენებით უნდა უზრუნველყოთ როგორც საკუთარი თავის, ასევე თქვენი დაწესებულების პერსონალის/ პაციენტებისა და საზოგადოების დაცვა.
სასწავლო მიზნები: ამ სესიის ბოლოს თქვენ შეძლებთ:
კურსის ხანგრძლივობა: დაახლოებით 2 საათი.
სერთიფიკატები:მონაწილეობის სერტიფიკატი - 70% ან უფრო მაღალი მაჩვენებელი (3 მცდელობა). You have an unlimited number of attempts to meet the threshold. Participants who receive a Record of Achievement can also download an Open Badge for this course. Click here to learn how.
თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან **Standard precautions: Injection safety and needle-stick injury management,2020 . ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.