课程进行中

სტანდარტული უსაფრთხოების ზომები: ინექციის უსაფრთხოება და ნემსის ჩხვლეტით განპირობებული დაზიანების მართვა

提供者 OpenWHO
სტანდარტული უსაფრთხოების ზომები: ინექციის უსაფრთხოება და ნემსის ჩხვლეტით განპირობებული დაზიანების მართვა

უსაფრთხო ინექციების პრაქტიკული წესების დაცვა სამედიცინო მომსახურებისას ინფექციების გავრცელების პრევენციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სახიფათო ინექციების პრაქტიკა მოიცავს შემდეგს: არასაჭირო ინექციები, ნემსებისა და შპრიცების განმეორებითი გამოყენება, მედიკამენტის ერთდოზიანი ფლაკონის გამოყენება რამდენიმე პაციენტისთვის, ინექციის გაკეთება არასუფთა და არაჰიგიენურ გარემოში და ბასრი საგნების არასწორი უტილიზაციით არის განპირობებული დაზიანების რისკის შექმნა.

აღნიშნული საფრთხეები (როგორიცაა, მაგალითად, ნემსის ჩხვლეტით განპირობებული დაზიანებები) ჯანდაცვის პერსონალს ინფექციის რისკის ქვეშ აყენებს და, ხშირ შემთხვევაში, დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობა რეალურთან შედარებით დაბალია. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი დაწესებულების ჯანდაცვის პერსონალს გავლილი აქვთ ბასრი საგნებით მიყენებული დაზიანების პრევენციის სწავლება, რადგან ინციდენტების წარმოქმნა ადვილადაა შესაძლებელი ისეთ შემთხვევებში, როცა უზრუნველყოფილი არ არის უსაფრთხო პრაქტიკის წესების რეგულარულად გამოყენება და მათი მკაცრად დაცვა.

Please note: These materials were launched on 23/06/2020.

自学
语言: ქართული ენა
COVID-19

课程信息

The course is also available in the following languages:
English - Tetun - Nederlands - македонски - Українська - Հայերեն

მიმოხილვა: ამ კურსის ფარგლებში თქვენ გაეცნობით როგორც სახიფათო ინექციების გაკეთების მიზეზებს, ასევე ინექციების უსაფრთხოდ შესრულებისა და ნემსების / სხვა ბასრი საგნების უსაფრთხო უტილიზაციის მეთოდებსაც. თქვენ ასევე მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ნემსის ჩხვლეტით დაზიანებების დროს, როგორ უნდა მოხდეს პოტენციური ზემოქმედების მართვა და რა მეთოდების გამოყენებით უნდა უზრუნველყოთ როგორც საკუთარი თავის, ასევე თქვენი დაწესებულების პერსონალის/ პაციენტებისა და საზოგადოების დაცვა.

სასწავლო მიზნები: ამ სესიის ბოლოს თქვენ შეძლებთ:

  • იმ საერთო ფაქტორების განსაზღვრას, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში სახიფათო ინექციების პრაქტიკის განხორციელებას უწყობენ ხელს.
  • სახიფათო ინექციების გაკეთების პრაქტიკასთან და მათ მიერ განპირობებულ ინფექციებთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრას.
  • ინექციების უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას ჯანდაცვის სფეროში.
  • უსაფრთხო ინექციის 7 ეტაპის აღწერას.
  • ნემსების და სხვა ბასრი საგნების უსაფრთხო მართვისა და უტილიზაციის დემონსტრირებას.
  • უსაფრთხო შპრიცების მოქმედების მექანიზმის განმარტებას.
  • იმ მექანიზმების განსაზღვრას, რომელთა მეშვეობითაც თქვენს დაწესებულებაში შესაძლებელია ნემსის ჩხვლეტით განპირობებული დაზიანებების მიყენება.
  • ნემსის ჩხვლეტით დაზიანების შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებების აღწერას.
  • ნემსის ჩხვლეტით მიღებული დაზიანებების შემთხვევაში, B ჰეპატიტის ვირუსის (HBV), C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) და აივ-ის ზემოქმედების მართვის პროცესის განმარტებას.
  • მულტიმოდალური სტრატეგიის გამოყენებას თქვენს დაწესებულებაში ნემსის ჩხვლეტით დაზიანების შემთხვევათა რაოდენობის შემცირების მიზნით.

კურსის ხანგრძლივობა: დაახლოებით 2 საათი.

სერთიფიკატები:მონაწილეობის სერტიფიკატი - 70% ან უფრო მაღალი მაჩვენებელი (3 მცდელობა). You have an unlimited number of attempts to meet the threshold. Participants who receive a Record of Achievement can also download an Open Badge for this course. Click here to learn how.

თარგმნილია ქართულ ენაზე კურსიდან **Standard precautions: Injection safety and needle-stick injury management,2020 . ჯანმო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის სიზუსტესა და შინაარსზე. ინგლისურსა და ქართულენოვან თარგმანს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია უნდა იყოს სავალდებულო და ავთენტური ვერსია.

订阅本课程

该课程是免费的。 只需在OpenWHO上注册一个帐户并参加课程!
现在注册吧

证书要求

  • 课程证书 授予者需要至少取得课程总分的百分之 70%
  • 完成课程可获得开放徽章