There is no public course content yet.

Course is available

სტანდარტული უსაფრთხოების ზომები: გარემოს გაწმენდა-დასუფთავება და დეზინფექცია

Offered by OpenWHO
სტანდარტული უსაფრთხოების ზომები: გარემოს გაწმენდა-დასუფთავება და დეზინფექცია

სამედიცინო დაწესებულების გარემო მიკროორგანიზმების მრავალფეროვან პოპულაციას შეიცავს და შეიძლება პოტენციური პათოგენების რეზერვუარს წარმოადგენდეს. თუ გარემოს გაწმენდა არასწორად ჩატარდა, მისმა დაბინძურებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მედიკამენტების მიმართ მულტირეზისტენტული ორგანიზმებისა და სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის გავრცელებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ინფექციებს. ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) და გარემოსდაცვითი სამსახურის (EVS) პერსონალს შორის თანამშრომლობა ამცირებს დაავადების გადაცემაში სამედიცინო მომსახურების როლს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს მასალები განთავსდა 29/05/2020-ში.

Self-paced
Language: ქართული ენა
COVID-19

Course information

ეს კურსი ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე.

English - Tetun - Bahasa Indonesia - Nederlands - Казақ - македонски

მიმოხილვა: ამ მოდულში თქვენ შეისწავლით ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) პროფესიონალის როლს გარემოს გაწმენდა-დასუფთავების საქმეში და გაიგებთ, თუ როგორ იცავს დასუფთავება და დეზინფექცია სამედიცინო გარემოს დაბინძურებისგან.

სწავლების მიზანი: კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) და გარემოს დაცვის სამსახურს შორის თანამშრომლობის სფეროების აღწერას;
  • სამედიცინო გარემოსა და გარემოს გაწმენდა-დასუფთავების დანიშნულების აღწერას;
  • რუტინულ და საბოლოო გაწმენდა-დასუფთავებას შორის განსხვავებების განსაზღვრას;
  • გარემოს დასუფთავების სფეროში მომუშავე ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სტანდარტული უსაფრთხოების ზომების აღწერას;
  • საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების ფუნქციის განმარტებას;
  • სამედიცინო დაწესებულებაში გარემოს მონიტორინგის აღწერას.

კურსის ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი.

სერტიფიკატები: კურსის დასრულების სერტიფიკატი გაიცემა მონაწილეებზე, რომლებიც შეძლებენ პოსტ ტესტში შეფასების სულ მცირე 70%-ის მიღებას. ამ ბარიერის გადასალახად თქვენ შეუზღუდავი რაოდენობის მცდელობა გაქვთ.

ეს მასალა თარგმნილია ინგლისურენოვანი კურსიდან სტანდარტული უსაფრთხოების ზომები: *გარემოს გაწმენდა და დეზინფექცია, 2020 წ.** ჯანმო არ იღებს პასუხისმგებლობას ამ თარგმანის შინაარსზე. ინგლისური და ქართული ვერსიების შეუსაბამობის შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება ინგლისურ ვერსიას. თარგმანი არ არის დადასტურებული ჯანმო-ს მიერ. ეს მასალა მხოლოდ საგანმანათლებლო გამოყენებისთვისაა.*

Enroll me for this course

The course is free. Just register for an account on OpenWHO and take the course!
Enroll me now

Certificate Requirements

  • Gain a Record of Achievement by earning at least 70% of the maximum number of points from all graded assignments.
  • Gain an Open Badge by completing the course.